Volunteers

არჩევნების მონიტორინგი და შედეგების გადამოწმება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ მისი შედეგების სიზუსტესა და კანონიერებაში. მთავარი გამოწვევა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ისეთი კვლევების ჩატარებაა, რომლებიც ხაზს გაუსვამენ პრობლემურ სფეროებს, ამისათვის ოლქების ინფორმაცია არ გამოდგება, საჭიროა უბნების მონაცემები. სამწუხაროდ, ცესკო მხოლოდ თითოეული ოლქის ყველა უბნის შეჯამებულ მონაცემებს აქვეყნებს. ცესკო უბნების მონაცემებს არჩევნების დასრულებიდან მხოლოდ 20 დღის შემდეგ აქვეყნებს, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები უკვე გადაწყვეტილია.

საარჩევნო პორტალის მიზანია შედეგების არჩევნების ღამესვე გადამოწმება მოხალისეების დახმარებით, რომლებიც თითოეული უბნის შედეგს ხელით შეიყვანენ. ეს მონაცემები ატვირთულია ცესკო-ს ვებ გვერდზე, როგორც დასკანერებული დოკუმენტები. ვებ გვერდი იღებს ამ დოკუმენტებს და შესაძლებლობას აძლევს მოხალისეებს გააციფრულო ისინი. ერთ ოქმს ორი მოხალისე აციფრულებს იმისთვის, რომ შეცდომა გამოირიცხოს. ამ ინფორმაციის გაციფრულების შემდეგ ორგანიზაციებს შეეძლებათ ინფორმაცია დროულად გაანალიზონ - სანამ არჩევნების შედეგები გადაწყდება.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, მოხალისეები საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან გააციფრულობენ ყველა საარჩევნო უბნის ოქმებს მათი დახურვიდან 48 საათის განმავლობაში. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესში ყველანაირ მხარდაჭერას, მათ შორის თქვენი დროის გამოყოფას. თქვენი მოხალისეობით და რამდენიმე ოქმის გაციფრულებითაც კი ძალიან დაგვეხმარებით ჩვენი მიზნის მიღწევაში. მონაცემების ჩამოტვირთვა ყველასთვის შესაძლებელი იქნება არჩევნების ღამეს ცხრილის სახით და მუდმივად განახლდება საქართველოს საარჩევნო პორტალზე იმისათვის რომ ადამიანებმა შეძლონ დანახვა რას ნიშნავს მონაცემები.

დაგვეხმარე დავრწმუნდეთ რომ შენი ხმა ჩაითვალა. დაგვეხმარე დავითვალოთ! დარეგისტრირდი ანგარიშის მისაღებად.